2018 წლის 7 მარტს N 11 საჯარო სკოლის IIბ კლასის პედაგოგის (ირინა ფუტკარაძე) ინციატივით ჩატარდა ღონისძიება „"დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცია".
ღონისძიება მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები, მუსიკის პედაგოგის (გულნარა ლომთაძე) ხელმძღვანელობით შეასრულეს მხიარული სიმღერები და ქართული ცეკვით გაულამაზეს დღე დედიკოებს. მათ ასევე წარმოადგინეს სხვადასხვა სცენარი: იავნანას ძალა, ყველაზე ლამაზი დედა, დამჯერი შვილი, ბებიას დარიგება და სხვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მშობლები. ბოლოს მოსწავლეებმაა ყველა ქალსა და დედას მიართვეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მშობლები. ბოლოს მოსწავლეებმაა ყველა ქალსა და დედას მიართვეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილები.